პირველ კლასში დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვები, რომლებსაც 6 წელი 1-ელ დეკემბრამდე შეუსრულდებათ

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, 2024-2025 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვები, რომლებსაც 6 წელი 1-ელ დეკემბრამდე შეუსრულდებათ. ამასთან, 2025-2026 სასწავლო წლიდან დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების შესაძლებლობა, მშობლის სურვილის შემთხვევაში, დამატებით მიეცემათ ბავშვებს, რომელთაც 6 წელი შეუსრულდებათ სასწავლო წლის დაწყების თარიღის მომდევნო დღიდან 31 დეკემბრის ჩათვლით. “აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველი...

“ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერა ბავშვზე მორგებული სოციალური პროგრამირების განვითარებაში“

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ, გაეროს ბავშვთა ფონდის დაკვეთითა და მხარდაჭერით დაიწყო პროექტის განხორციელება- „ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერა ბავშვზე მორგებული სოციალური პროგრამირების განვითარებაში". წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტი ხელს უწყობს ბავშვებისა და ბავშვიანი ოჯახების პროგრამების განვითარებას და გამოცდილებისა და კარგი პრაქტიკის გაზიარებას. უწყების ცნობით, პროექტი საპილოტედ ხორციელდება სამეგრელო-ზემო სვანეთის...

ფახულანში სტიქიის სალიკვიდაციო პროგრამის ფარგლებში სამუშაოები მიმდინარეობს

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სტიქიის სალიკვიდაციო პროგრამის ფარგლებში ფახულანის ადმინისტრაციულ ერთეულში სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. მიმდინარეობს საშონიოს უბანში ხიდ-ბოგირის, ქალაღალის უბანში ნაპირსამაგრი გაბიონის, საგერგედაოს უბანში სანიაღვრე არხის მოწყობა, ასევე ფახულანში ხიდ-ბოგირისა და მილ-ხიდის მოწყობა.

ჯვარში სტიქიის სალიკვიდაციო პროგრამის ფარგლებში სამუშაოები მიმდინარეობს

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სტიქიის სალიკვიდაციო პროგრამის ფარგლებში ჯვარში სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. უწყების ცნობით, ოხარკალეს უბანში რკინა-ბეტონის საფარის, სანიაღვრე არხებისა და ნაპირსამაგრის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ამავე ტერიტორიაზე კი მდინარე ლეკერას კალაპოტის ამოწმენდის სამუშაოები დასრულდა.

წალენჯიხაში პირველკლასელთა კვების ბარათების გაცემა მიმდინარეობს

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პირველკლასელთა კვებითი უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში კვების ბარათების გაცემა გრძელდება. "აღსანიშნავია, რომ ბარათების გაცემა 28 სექტემბერს დაიწყო და დღეს გაიცემა კვების ბარათი მათთვის, ვინაც ვერ შეძლო აღნიშნული ბარათის აღება. უპრეცედენტო პროექტი წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის,გიორგი ხარჩილავას ინიციატივით ამოქმედდა. აღნიშნული პროექტი სასწავლო წლის დაწყებიდან ისევ გაგრძელდა და დღეიდან პროგრამაში...