გავრცელებული ინფორმაციით, წალენჯიხის მერიის საფინანსო სამსახურის თანამშრომელმა, ქალაქის ცენტრში ცივი იარაღით ორი ადამიანი დაჭრა. არსებული ცნობით, ერთ-ერთი დაჭრილი ამ დრომდე კლინიკაში რჩება. ინციდენტი ამით არ დასრულებულა. გავრცელებული ინფორმაციით, მეორე, მსუბუქად დაჭრილი მამაკაცი წალენჯიხის მერიის საფინანსო სამსახურის თანამშრომელთან მომხდარიდან ორ დღეში საქმის გასარჩევად ისევ მივიდა, რასაც ამჯერად ქალაქის ცენტრში, ცეცხლსასროლი იარაღიდან...
ლეო ქიაჩელის დაბადებიდან 140 წელი გავიდა
ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, ლეო ქიაჩელის დაბადებიდან 140 წელი გავიდა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამარ ბელქანია, წალენჯიხის ა(ა)იპ კულტურის ცენტრის მუშაკები, საზოგადოების წარმომადგენლები თბილისში, ლიტერატურის მუზეუმში იმყოფებოდნენ სადაც, მწერლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა. წალენჯიხის დელეგაციის წევრები შეხვდნენ მწერალთა კავშირის წარმომადგენლებს, ლიტერატორებს, სადაც ისაუბრეს მწერლის შემოქმედებაზე და...
მერია-აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები წელსაც აქტიურად გაგრძელდება
აზიური ფაროსანას წინააღმდეგ დაგეგმილი ღონისძიებები და მიმდინარე წლის სამოქმედო გეგმა, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებს და მერის წარმომადგენლებს გააცნეს სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მართვის სამეგრელო-ზემო სვანეთის ჯგუფის უფროსმა შალვა მეტრეველმა და წალენჯიხის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის უფროსმა ნუგზარ კალანდიამ. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა, რამდენად მნიშვნელოვანია ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებების წარმატებით...
საჩინო-ჯვარის შიდა საუბნო გზაზე მოხრეშვა – მოშანდაკების სამუშაოები მიმდინარეობს
ნოჟალა (საჩინო-ჯვარის) შიდა საუბნო გზაზე პრობლემური მონაკვეთების მოხრეშვა - მოშანდაკების სამუშაოები მიმდინარეობს. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, აღნიშნული სახის სამუშაოები სოფელ ეწერის შიდა საუბნო გზებზეც ( ლეგაბედე, ლეციმინტიე, ლეძაძამე და მოსიძეების უბანში ) განხორციელდა. ინფორმაციისთვის: სამუშაოებს ა(ა)იპ წალენჯიხის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურის ტექნიკური ჯგუფი ასრულებს.
წალენჯიხის საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნება” განცხადებას ავრცელებს
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება“ განცხადებას ავრცელებს: "გვსურს, გამოვეხმაუროთ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის, გია ხარჩილავას გუშინდელ განცხადებას ქ. ჯვარში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, სადაც განაცხადა, რომ აღნიშნული ფაქტი „ქართული ოცნების“ მიერ წახალისებული ქმედებაა. აღნიშნული განცხადება არის ტყუილი. ბატონი გია ხარჩილავასთვის სიცრუის ტირაჟირება და ყოველი ფაქტის „ქართული ოცნებისთვის“ გადაბრალების მცდელობა არახალია. მუნიციპალიტეტის...
ჯანდაცვის მინისტრად მიხეილ სარჯველაძე დაინიშნა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრად მიხეილ სარჯველაძე დაინიშნა. მიხეილ სარჯველაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე წარადგინა. მიხეილ სარჯველაძემ ამ პოსტზე ზურაბ აზარაშვილი შეცვალა.
ჯვარში გაიმართა გურგენ სამუშიას საიუბილეო საღამო
ქალაქ ჯვარის კულტურის სახლის საკონცერტო დარბაზში გაიმართა გურგენ სამუშიას საიუბილეო საღამო. საღამოს ორგონიზატორი იყო ჯვარის კულტურის სახლი დირექტორი ბაია ქარდავა და ზური სამუშია. საღამოს მასპინძელი გახლდათ ქორეოგრაფიული ანსამბლი "სამა" და მისი სამხატვრო ხელმძღვანელი, სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონის ქორეოგრაფთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილე გია მატუა და ქორეოგრაფი ჟანა ქარდავა. საიუბილეო კონცერტს...
ჯვარში უკრაინაში მებრძოლი ლევან ფიფიას ბანერს წითელი საღებავი შეასხეს
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ჯვარში უკრაინაში მებრძოლი ქართველი ჯარისკაცის, ლევან ფიფიას ბანერს წითელი საღებავი შეასხეს. მომხდარ ვანდალურ ფაქტთან დაკავშირებით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა ხვალ აქცია, ქალაქ ჯვარში ორ საათზე დააანონსა. ინფორმაციისთვის: წალენჯიხელი ლევან ფიფია 2022 წლიდან იბრძვის უკრაინაში.
წალენჯიხის მერმა 8 მარტი ქალბატონებს მიულოცა
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ხარჩილავამ და მერის მოადგილემ თამარ ბელქანიამ ქალთა საერთაშორისო დღე, 8 მარტი საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის წალენჯიხისა და ჯვარის სამსახურების ქალბატონებს მიულოცეს. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 8 მარტთან დაკავშირებით, გიორგი ხარჩილავას ინიციატივით, ფულადი საჩუქრები გადაეცათ სასწრაფო სამედიცინო ცენტრის მედ-პერსონალს, საპენსიო ასაკის მქონე მედდებს, რომლებიც...
მერია-წალენჯიხაში სასმელი წყლის სისტემების სრული რეაბილიტაცია დაიწყება
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერს გიორგი ხარჩილავას შპს "ინვესტ გრუპის" დირექტორი გიორგი წკრიალაშვილი, ამავე კომპანიის წარმომადგენლები ამერან წკრიალაშვილი და შაქრო კვაშილავა სტუმრობდნენ. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი თემა ქალაქის დაქსელვის, ჭაბურღილების მოწყობისა და სასმელი წყლის მილების სრული რეაბილიტაციის საკითხი იყო. პროექტს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს "ინვესტ გრუპი" განახორციელებს. "ინვესტგრუპის ხელმძღვანელმა მუნიციპალიტეტის...