ობუჯის ადმინისტრაციული ერთეულის სამესხიოს უბანში პრობლემური გზის მოშანდაკების სამუშაოები მიმდინარეობს. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, აღნიშნული სახის სამუშაოები ასევე, სანიაღვრე არხების მოწყობასთან ერთად, მიქავას ადმინისტრაციულ ერთეულში განხორციელდა.
ფიზიკურ პირებს, მათ შორის ინდივიდუალურ მეწარმეებს ჩამოეწერებათ 2021 წლის იანვრამდე წარმოშობილი და გადაუხდელი საგადასახადო დავალიანება
ყველა ფიზიკურ პირს, მათ შორის ინდივიდუალურ მეწარმეებს სრულად ჩამოეწერებათ 2021 წლის პირველ იანვრამდე წარმოშობილი და გადაუხდელი აღიარებული საგადასახადო დავალიანება მათზე დარიცხული საურავების ჩათვლით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. “როგორც კი მივიღებთ ამ კანონპროექტს 145 ათას ფიზიკურ პირს სრულად ჩამოეწერება ჯამში 590 მილიონი ლარის ოდენობის საგადასახადო...