წალენჯიხაში ლიტერატურული ფესტივალი “გრანელი” მიმდინარეობს

წალენჯიხაში, არტ-მეურნეობის ეზოში რიგით მესამე ლიტერატურული ფესტივალი "გრანელი" მიმდინარეობს, რომელიც „ხაზარაძეების ფონდი კულტურისთვის“ მხარდაჭერით და ორგანიზებით წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიასთან და „წალენჯიხის განვითარების ფონდთან“ თანამშრომლობით ტარდება. ლიტერატურული ფესტივალის გახსნა საზოგადოებას წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამარ ბელქანიამ, პოლიტიკოსმა მამუკა ხაზარაძემ და ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა დეა მეტრეველმა მიულოცეს. ლიტერატურული ფესტივალის ფარგლებში წიგნების გამოფენა-გაყიდვა...

საარჩევნო ადმინისტრაცია საარჩევნო ტექნოლოგიების საყოველთაო დემონსტრირებას იწყებს

საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩეველთა ინფორმირების შემდეგ ეტაპზე გადადის და ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში ახალ პროექტს იწყებს. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ცესკო-ს პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა განაცხადა, „ელექტრონული არჩევნების საყოველთაო დემონსტრირება“ მიმდინარე წლის 6 ივლისიდან განხორციელდება და მისი მიზანია საარჩევნო ტექნოლოგიების დანერგვის შესახებ ამომრჩეველთა ინფორმირება და ხმის მიცემის პროცედურების პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება. „ამომრჩეველთა ინფორმირების...

ხვალიდან წვიმაა მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 25 ივნისის დღის ბოლოდან 26 ივნისის დღის ბოლომდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, შესაძლებელია სეტყვა, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. “მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება...

წალენჯიხაში ლიტერატურული ფესტივალი “გრანელი“ გაიმართება

29-30 ივნისს, წალენჯიხაში, რიგით მესამე ლიტერატურული ფესტივალი "გრანელი“ გაიმართება. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიიის ინფორმაციით, ფესტივალი ხორციელდება "ხაზარაძეების ფონდი კულტურისთვის“ მხარდაჭერით და ორგანიზებით წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიასთან და „წალენჯიხის განვითარების ფონდთან“ თანამშრომლობით. ლიტერატურული ფესტივალის ფარგლებში წიგნების გამოფენა-გაყიდვა და ლიტერატურული ღონისძიებებია დაგეგმილი - დისკუსიები, წიგნის პრეზენტაციები და შეხვედრები თანამედროვე ქართველ და უკრაინელ მწერლებთან.

წალენჯიხაში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა

ძლიერი წვიმის შედეგად, ქალაქ წალენჯიხის რამდენიმე უბანში საკარმიდამო მიწის ნაკვეთები და შიდა საუბნო გზები ჩამოირეცხა. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სტიქიამ ზიანი მიაყენა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების შიდა საუბნო გზებს. მიყენებულ ზარალს ადგილზე ეცნობიან მერიის შესაბამისი სამსახურები და მერის წარმომადგენლები.

რეგიონული ახალგაზრდული ინიციატივების მხარდასაჭერად განაცხადების მიღება განახლდა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, რეგიონული ახალგაზრდული ინიციატივების მხარდასაჭერად განაცხადების მიღება განახლდა. საგრანტო კონკურსის მიზანია საინიციატივო ჯგუფების, ახალგაზრდული ორგანიზაციებისა და ახალგაზრდების გაძლიერება, ახალგაზრდული პოლიტიკის განხორციელებაში მონაწილეობის, ხარისხიანი სერვისების შექმნისა და მათი ხელმისაწვდომობის ზრდის უზრუნველსაყოფად. საგრანტო პროექტის წარმოდგენის უფლება აქვს რეგიონში მცხოვრებ: არასამეწარმეო იურიდიულ პირს - ახალგაზრდულ ორგანიზაციას; ფიზიკურ პირს, რომელიც საგრანტო...

საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა იწყება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დღეიდან შესაძლებელია საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა აბიტურიენტებისათვის, სტუდენტთა საგრანტო კონკურსის მონაწილეებისათვის, მაგისტრანტობის კანდიდატებისა და მასწავლებლის გამოცდაზე რეგისტრირებულებისათვის. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გამოსაცდელებს შეახსენებს, რომ გამოცდებზე დაშვების აუცილებელ პირობაა პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად საგამოცდო ბარათის წარდგენა. „ბარათზე მოცემულია: საგამოცდო ცენტრის მისამართი, თითოეული გამოცდის თარიღი, გამოცდაზე რეგისტრაციის...

მუჟავაში დამეწყრილ მონაკვეთზე დამცავი გაბიონი მოეწყო

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სტიქიის სალიკვიდაციო პროგრამის ფარგლებში, მუჟავას ადმინისტრაციულ ერთეულში, სტიქიის შედეგად დამეწყრილ მონაკვეთზე, 47 გრძივ მეტრზე დამცავი გაბიონი მოეწყო.

გულშემატკივრებს ეროვნული ნაკრების თამაშების ყურება დიდ ეკრანზე “მწვანე ეზოში” შეეძლებათ

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ქალაქის ცენტრში "მწვანე ეზოში" (იას კაფე) ფეხბურთის მოყვარულებს შესაძლებლობა აქვთ დიდ ეკრანზე თვალი ადევნონ ევროპის ჩემპიონატის ყველა საფეხბურთო მატჩს. 18 ივნისს საქართველო-თურქეთის მატჩის ჩვენება 20:00 საათზე დაიწყება.

პირველი ივლისიდან ამოქმედდება მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების ახალი პოლიტიკა და პედაგოგთა ანაზღაურება უპრეცედენტოდ გაიზრდება

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2024 წლის 1-ელი ივლისიდან ამოქმედდება მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების ახალი პოლიტიკა და პედაგოგთა ანაზღაურება უპრეცედენტოდ გაიზრდება, – ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს. „მთავრობის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი პრიორიტეტია მოსწავლეებისთვის ხარისხიანი განათლების მიწოდება, რის წინაპირობასაც პედაგოგებისთვის ღირსეული ანაზღაურების უზრუნველყოფა წარმოადგენს. სწორედ ამას ემსახურება ახალი სახელფასო სისტემა, რომელიც ითვალისწინებს მასწავლებლის...