იუვენტუსელებს ქომაგებმა საზეიმო დახვედრა მოუწყვეს

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, წარმატებულ იუვენტუსელებს ქომაგებმა წალენჯიხის მთავარ მოედანზე საზეიმო დახვედრა მოუწყვეს. 80 ქვეყანას შორის წალენჯიხის იუვენტუსის ბავშვთა ფეხბურთის აკადემიის აღსაზრდელები მეექვსე ადგილზე არიან.

წალენჯიხაში სტუდენტთა საზაფხულო დასაქმების პროგრამის განხორციელება დაიწყო

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ახალგაზრდების ხელშეწყობის ფარგლებში, სტუდენტთა საზაფხულო დასაქმების პროგრამის განხორციელება დაიწყო. პროგრამაში ჩართვის მსურველმა სტუდენტებმა, უნდა წარმოადგინონ შემდეგი სახის დოკუმენტები: •შევსებული განაცხადი; •პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი; •ცნობა სასწავლებლიდან,სტუდენტის აქტიური სტატუსის შესახებ; •საბანკო რეკვიზიტები; პრიორიტეტი მიენიჭება შემდეგ სტუდენტებს : •სოციალურად დაუცველები; •სტუდენტებს მრავალშვილიანი ოჯახიდან(ოთხი და მეტი შვილი); •მზრუნველობამოკლებული(დედით და მამით...

წალენჯიხის “იუვენტუსი” მსოფლიო ჩემპიონობისთვის იბრძოლებს

წალენჯიხის "იუვენტუსმა" პოლონეთის გუნდი ანგარიშით 2:1 დაამარცხა. „წალენჯიხის იუვენტუსმა“ ორ დღეში სამიდან სამივე თამაში მოიგო და რვა საუკეთესო გუნდს შორის არის, რომლებიც მსოფლიო ჩემპიონობისთვის იბრძოლებენ. 

ობუჯში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ფარგლებში, სამუშაოები მიმდინარეობს

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ობუჯის ადმინისტრაციულ ერთეულში, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ფარგლებში სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. "ხიდის რეაბილიტაცია ნაიშმარუს ღელეზე, ახალი ხიდის მშენებლობა გალურის უბანში და ნაპირდამცავი გაბიონის მშენებლობა სასონგულიოს უბანში."-აღნიშნულია ინფორმაციაში.

წალენჯიხის “იუვენტუსის” ბავშვთა აკადემიის გუნდის წარმატება

წალენჯიხის იუვენტუსი ტურინში (იტალია) ბრიტანეთის გუნდს შეხვდა და 12:1 მოიგო. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საღამოს, წალენჯიხის იუვენტუსი ლოს ანჯელესს შეხვდება. ინფორმაციისთვის: წალენჯიხაში "იუვენტუსის" ბავშვთა აკადემია ოფიციალურად 30 მაისს გაიხსნა. გახსნას ლეგენდარული ფრანგი ფეხბურთელი დევიდ ტრეზეგე ესწრებოდა.

ლევან II დადიანის აკლდამის გარშემო მიმდინარე სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულდა

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ დაიწყო წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მაცხოვრის ფერისცვალების საკათედრო ტაძარში განთავსებული სამეგრელოს მთავრის, ლევან II დადიანისა და მისი მეუღლის, დედოფალ ნესტან-დარეჯანის, განსასვენებელი აკლდამის ქვის რესტავრაცია. სააგენტოს ცნობით, პირველ ეტაპზე სამარხი გასუფთავდა მიწისგან, ასევე, ფოთლებისა და სხვა ნარჩენებისგან, გაიწმინდა აკლდამაში არსებული, ჩუქურთმით დამშვენებული, მარმარილოს დამტვრეული ქვა. განხორციელდა აკლდამის 3D სკანირება,...

ჯვარში ხელოვნების მე-7 რეგიონალური ფესტივალი გაიმართა

ქალაქ ჯვარის კულტურის სახლში ხელოვნების მე-7 რეგიონალური ფესტივალი "ცეკვის ზეიმი" გაიმართა. ფესტივალის ორგანიზატორი სამეგრელო-ზემო სვანეთის ქორეოგრაფთა კავშირი და მისი თავმჯდომარე, რომეო ბულია გახლდათ. ფესტივალში მონაწილეობა 16-მა ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა მიიღო. ფესტივალში მონაწილეობა მიიღეს ასევე სტუდია "რიბი რაბო"-ს მომღერლებმა. ფესტივალი წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის, სამეგრელო -ზემო სვანეთის რეგიონის ქორეოგრაფთა კავშირის, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის კულტურის...

წალენჯიხის იუვენტუსის აკადემია მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრა

იუვენტუსის 80 აკადემიას შორის წალენჯიხის იუვენტუსის აკადემიაც მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრა. ნორჩი იუვენტუსელები ქალაქ ტურინში ლონდონის გუნდის მეტოქედ ითამაშებენ. 80 იუვენტუსის აკადემიის მსოფლიო ჩემპიონატი ყოველწლიურად იმართება და მასში წალენჯიხა პირველად ითამაშებს.

ეროვნული გამოცდები 3 ივლისს იწყება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საგამოცდო პროცესი წელს 3 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდებით დაიწყება. პირველ გამოცდას აბიტურიენტები ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩააბარებენ. 26 ივლისს კი ფიზიკის გამოცდით დასრულდება. “საგნისა და უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე დარეგისტრირებულები საგამოცდო პროცესში 5 ივლისიდან ჩაერთვებიან. 5 ივლისს ჩატარდება სტუდენტთა საგრანტო კონკურსიც. მაგისტრანტობის კანდიდატები კი...

წალენჯიხაში ნატო-საქართველოს ურთიერთობებსა და თანამშრომლობაზე შეხვედრა გაიმართა

2024 წელს, ნატო 75 წლის იუბილეს აღნიშნავს, რომლის ფარგლებშიც ნატოს სამეკავშირეო ოფისის წარმომადგენლები - გვანცა ლოლაძე პოლიტიკური ოფიცერი და ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ნინო მოდებაძე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებს სტუმრობდნენ. შეხვედრაზე ისაუბრეს ნატოს ალიანსის მისიაზე და ღირებულებებზე, ასევე ნატო-საქართველოს ურთიერთობებსა და თანამშრომლობაზე. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ნატო მხარს უჭერს საქართველოს და ძალიან მნიშვნელოვანია...