გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 1 ივლისის დღის ბოლოდან 2 ივლისის დღის ბოლომდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. უწყების ცნობით, მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. (საფრთხის დონე საშუალო).
წალენჯიხაში და ჯვარში საზაფხულო ბაღი გაიხსნა
წალენჯიხაში, 40 აღსაზრდელია რეგისტრირებული, ჯვარში კი, 14 დარეგისტრირდა. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამარ ბელქანია წალენჯიხის N1 საბავშვო ბაღს ესტუმრა, იქ არსებულ მდგომარეობას გაეცნო, აღსაზრდელებსა და საბაშვო ბაღის აღმზრდელ- მასწავლებლებს წარმატებები უსურვა. აღსაზრდელებს ყველა პირობა აქვთ შექმნილი რომ გაერთონ,ისწავლონ და მაღალკალორიული საკვები პროდუქტებით იკვებონ. ინფორმაციას წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს