წალენჯიხაში სისხლის უანგრო დონაცია გაიმართება

17 ივლისს, 11:00 საათზე, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, სისხლის უანგრო დონაცია გაიმართება. სისხლის გადასხმის პროცედურებს შპს "სისხლის გადასხმის საოლქო სადგური"(სისხლის ბანკი) ჩაატარებს. მსურველებს შეუძლიათ მოვიდნენ სალიას ქუჩა N5-ში, მერიის პირველ სართულზე.