ხვალ, ჯვარის კულტურის სახლში ჩატარდება “C” ჰეპატიტისა და შიდსის სკრინინგი

24 ივლისს, 11:00 საათიდან, ქ. ჯვარის კულტურის სახლში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის განყოფილების პროფესიონალ მედიკოსთა გუნდი ნებისმიერი მსურველისთვის ჩაატარებს "C" ჰეპატიტისა და შიდსის სკრინინგს. ღონისძიების მხარდამჭერია წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია.

მოყვარულთა ლიგა-წალენჯიხის მუნიციპალური ჩემპიონატი იწყება

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ფეხბურთის ცენტრისა და წალენჯიხის სასპორტო ცენტრის ორგანიზებით, იწყება საქართველოს ფეხბურთის ასოციაციის პროექტის, მოყვარულთა ლიგა- წალენჯიხის მუნიციპალური ჩემპიონატი. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალური ეტაპის მონაწილე გუნდის განაცხადში შეყვანილი ფეხბურთელების ასაკი განისაზღვრება 16 წლიდან. "ჩემპიონატის მატჩები ჩატარდება IFAB-ის ფეხბურთის თამაშის წესების შესაბამისად. გთხოვთ, ჩემპპიონატში მონაწილეობის მსურველებმა წარმოადგინოთ განცხადება მ/წლის 25-30...