აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გზის რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე, რიკოთის ისტორიული გვირაბის პარალელურად, ახალი 1800 მ-იანი გვირაბის მშენებლობა დასრულდა და ავტოტრანსპორტის მოძრაობა დღეიდან გაიხსნა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ახალი 1800 მ-იანი გვირაბი რიკოთის საუღელტეხილო გზაზე არსებულ და მშენებარე გვირაბებს შორის ყველაზე გრძელია. “დღეიდან ავტოტრანსპორტი იმოძრავებს ახალი გვირაბით, ძველ გვირაბში კი სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება....
წალენჯიხაში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, წალენჯიხაში, უხვი ნალექის შედეგად ჩამოირეცხა შიდა-საუბნო გზები. ადიდდა მდინარეები, დაიტბორა საკარმიდამო მიწის ნაკვეთები.
გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი 24 აგვისტოს გაიხსნება
გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი 2024 წლის 24 აგვისტოს გაიხსნება. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. “საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო „ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპყრობის წესების, ვადებისა და მოპოვებისთვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ დამტკიცების თაობაზე“ ბრძანების შესაბამისად, ნადირობის სეზონს 2024...
კობა ხარჩილავას ხსოვნას პატივი მიაგეს
დღეს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა პატივი მიაგეს აგვისტოს ომში, რუსული აგრესიის შედეგად დაღუპული მეომრის, წალენჯიხელის, ჯგალის მკვიდრის კაპრალი კობა ხარჩილავას ხსოვნას, რომელიც 2008 წლის აგვისტოს თვეში, რუსეთ-საქართველოს ომის დროს ცხინვალის მისადგომებთან დაიღუპა. მხედრული მამაცობისთვის კი ის ოქროს მედლით იქნა დაჯილდოებული. ამავდროულად ხელმძღვანელმა პირებმა გაიხსენეს აგვისტოს ომის დროს დაღუპული სამოქალაქო პირების,...
აგვისტოს ომიდან 16 წელი გავიდა
აგვისტოს 5-დღიანი ომიდან 16 წელი გავიდა. ოფიციალური ინფორმაციით, 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი დაიღუპა. დაჭრილ და დაშავებულ სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ 2 232-ს შეადგენს, მათ შორის, 1045 პირი სამხედრო მოსამსახურეა.
აბიტურიენტთა საპრეტენზიო განაცხადების მიღება 7 აგვისტოდან დაიწყება
ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოქვეყნება დასრულდა. საპრეტენზიო განაცხადების მიღება ხვალიდან, 7 აგვისტოდან დაიწყება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს განაცხადით მომართონ 7 აგვისტოს 10:00 საათიდან 9 აგვისტოს 18:00 საათამდე. უწყების ცნობით, განაცხადების შევსება შესაძლებელი იქნება ელექტრონულად სპეციალური ბმულის...
წალენჯიხაში “სტუდენტური დღეები – 2024” დაიწყო
დღეს, წალენჯიხაში სტარტს "სტუდენტური დღეები - 2024" აიღებს. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სტუდენტურ დღეებში მონაწილეობის სურვილი 100-მა სტუდენტმა გამოთქვა. პროექტის ფარგლებში, სტუდენტები ოთხ გუნდად დაიყო. ახალგაზრდები ერთი კვირის მანძილზე ერთმანეთს სხვადასხვა სპორტულ, კულტურულ და შემეცნებით ინტელექტუალურ აქტივობებში შეეჯიბრებიან. "პროექტის მიზანია, სტუდენტებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება, მეტი სოციალიზაცია, სპორტისა და კულტურის...
ულურიის უბანში გზის მოშანდაკების სამუშაოები განხორციელდა
ნაკიფუს ადმინისტრაციული ერთეულის ზედა-ქვედა ულურიის უბანში გზის მოშანდაკების სამუშაოები განხორციელდა. მოშანდაკების სამუშაოები ჩატარდა, ასევე ჯვარში და ლიაში არსებულ პრობლემურ შიდა საუბნო გზებზე. აღნიშნული სამუშაოები ა(ა)იპ წალენჯიხის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურის ტექნიკური ჯგუფის მიერ შესრულდა.
ხე-ტყის უკანონო ჭრასა და უკანონო ტყითსარგებლობაზე დაწესებული სანქციები მკაცრდება
მთავრობის გადაწყვეტილებით, ხე-ტყის უკანონო ჭრასა და უკანონო ტყითსარგებლობაზე დაწესებული სანქციები მკაცრდება. როგორც პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, შესაბამისი კანონპროექტი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მოამზადა. ცვლილებები, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებით პასუხისმგებლობის გამკაცრებას გულისხმობს, სისხლის სამართლის კოდექსსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შედის და პარლამენტს უახლოეს დღეებში წარედგინება.