გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 1 ოქტომბერს დღის მეორე ნახევრიდან 3 ოქტომბრამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. “მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. (საფრთხის დონე საშუალო).”-აღნიშნულია უწყების...
ძლიერმა ქარმა წალენჯიხაში პრობლემები შექმნა
ძლიერმა ქარმა წალენჯიხის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ქარმა დააზიანა ელექტროგადამცემი კაბელები, დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, ზარალის ოდენობას სპეციალური კომისია სწავლობს. "ამ დროისათვის არსებული მონაცემებით, 15-მდე საცხოვრებელი სახლი დაზიანდა. ელექტროენერგიის კი მიწოდება აღდგენილია".-ნათქვამია ინფორმაციაში.
ცესკო პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან განმარტებას ითხოვს
საარჩევნო ადმინისტრაცია ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებას საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნასთან დაკავშირებით, რომელშიც საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ უსაფუძვლო და დისკრედიტაციული ბრალდებები გაჟღერდა. პრეზიდენტის ადმინისტრაცია საარჩევნო ადმინისტრაციას დისკრიმინაციული გადაწყვეტილების მიღებაში ადანაშაულებს, რითაც ხელს უწყობს იმ დისკრედიტაციულ კამპანიას, რომელიც დაინტერესებული მხარეების მიერ უწყების წინააღმდეგ ხორციელდება. საარჩევნო ადმინისტრაცია მიმართავს პრეზიდენტის ადმინისტრაციას საზოგადოებას განუმარტოს კანონმდებლობის...
26 ოქტომბრის არჩევნები განიხილეს გიორგი კალანდარიშვილმა და კრის ალანმა ცესკოში გამართულ შეხვედრაზე
კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა სამინისტროს (FCDO) აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორ კრის ალანსა და დიდი ბრიტანეთის ელჩს საქართველოში გარეტ უორდს შეხვდა. გიორგი კალანდარიშვილმა შეხვედრის ფარგლებში ვრცლად ისაუბრა იმ ღონისძიებების შესახებ, რომლებსაც ადმინისტრაცია 2024 წლის არჩევნების ადმინისტრირების მიმართულებით ახორციელებს. საუბარი შეეხო...
სოხუმის დაცემიდან 31 წელი გავიდა
დღეს, 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემიდან 31 წელი შესრულდა. დაუზუსტებელი მონაცემებით, აფხაზეთში 1992-1993 წლებში მიმდინარე სამხედრო დაპირისპირებისას, ქართული მხრიდან 10 ათასზე მეტი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. 300 ათასი აფხაზეთიდან დევნილი ქართველი კი უსახლკაროდ დარჩა. აფხაზური მხარის მონაცემებით კი, დაიღუპა 3 500 და დაიჭრა 2 ათასამდე აფხაზი.
პირველკლასელთა მშობლებს უფასო კვების ბარათები გადაეცათ
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ხარჩილავამ დღეს, პირველკლასელთა მშობლებს უფასო კვების ბარათები გადასცა. მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ, სკოლაში ყოფნისას, საკვები შეიძინონ. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ბარათებზე დაწესებული შეზღუდვების მიხედვით, მათი გამოყენება ონლაინ შესყიდვებისა და ბანკომატების საშუალებით შეუძლებელი იქნება. ბარათებზე შეზღუდვები, გარკვეული რისკებისთვის თავის არიდების მიზნით დაწესდა. ბარათზე დარიცხული იქნება დღეში 4 ლარი,...
ლადო ჭანტურია სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სექციის თავმჯდომარეა
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის პროფესორი და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლე წარმოშობით წალენჯიხელი ლადო ჭანტურია 2024 წლის 23 სექტემბერს ფარული კენჭისყრის გზით სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სექციის თავმჯდომარედ აირჩიეს. ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს. "თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ულოცავს პროფესორ ლადო ჭანტურიას დამსახურებულ აღიარებას და უსურვებს წარმატებას....
ჯაღირა ნაიშმარუს საუბნო გზებზე ბეტონის საფარი მოეწყო
"სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში, ობუჯის ადმინისტრაციული ერთეულის ჯაღირა ნაიშმარუს საუბნო გზებზე ბეტონის საფარი მოეწყო. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ობუჯი-გალურის უბანში გარე განათებები, ჭაჭახის უბანში ცხაურები, ხოლო ობუჯის ცენტრში მოსახლეობის სასმელი წყლით უზრუნველსაყოფად, დამატებით სასმელი წყლის ავზი მოეწყო. სოფლის მხარდაჭერის პროგრამა ითვალისწინებს: სასმელი წყლის სისტემების, სანიაღვრე არხების, ნაპირსამაგრი სამუშაოების, შიდა გზების,...
23-25 სექტემბერს საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
გარემოს ეროვნული საგენტოს ინფორმაციით, 23-25 სექტემბერს საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან შესაძლებელია ძლიერი, ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება და ზღვაზე 3-4-ბალიანი შტორმი. „მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა, შესაძლებელია, საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“, – აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.
წალენჯიხაში შინაური და მიკედლებული ცხოველების უფასო ვაქცინაცია ჩატარდება
28 სექტემბერი ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღეა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, ტრადიციულად, შინაური და მიკედლებული ცხოველების (ძაღლი & კატა) უფასო ვაქცინაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით, სპეციალურად გამოყოფილ სივრცეებსა და სააგენტოს რეგიონულ ოფისებთან გაიმართება. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 11:00-16:00 საათებში, სამეგრელო-ზემო სვანეთში შინაური და მიკედლებული ცხოველების უფასო ვაქცინაცია ჩატარდება. წლევანდელი ღონისძიების მთავარი გზავნილია გადავლახოთ...