გია ხარჩილავამ ბრიფინგი გამართა

ჩვენ ჩავეხსენით ევროპას, ჩავეხსენით ჩვენს მეგობრებს, ჩავეხსენით დაფინანსებას - წალენჯიხის მერიას გრანტი “რუსული კანონის” მიღების გამო გაუუქმდა, ჩვენ ამას ვდეკლარირებთ, სხვა მუნიციპალიტეტები კი მალავენ, - ამის შესახებ წალენჯიხის მერმა, გია ხარჩილავამ წალენჯიხაში, მერიის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. გია ხარჩილავამ აღნიშნა, რომ სამწუხაროა, როცა შეჩერებულ პროექტებსა და საგრანტო დახმარებებზე უწევს საუბარი. მისივე...

აღმაშენებლის ქუჩაზე არსებულ სასაფლაოებთან, ჯებირის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სტიქიის სალიკვიდაციო პროგრამის ფარგლებში, წალენჯიხაში აღმაშენებლის ქუჩაზე არსებულ სასაფლაოებთან, მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე ჯებირის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. მიმდინარე სამუშაოებს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ხარჩილავა ადგილზე გაეცნო და მშენებლებს გაესაუბრა.