დღის ბოლოდან მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 4 სექტემბერს დღის ბოლოდან 6 სექტემბერის დღის ბოლომდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმი. “მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. (საფრთხის დონე საშუალო).”-აღნიშნულია ინფორმაციაში. დღის

ჩქვალერში დამეწყრილ გზის მონაკვეთზე აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს

სტიქიის სალიკვიდაციო პროგრამის ფარგლებში წალენჯიხის მუნიციპალიტეტის, ჩქვალერის ადმინისტრაციულ ერთეულში დამეწყრილ გზის მონაკვეთზე აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, აღნიშნულ მონაკვეთზე სპეციფიკური სამუშაოები, (ხიმინჯოვანი კედლების მოწყობა) განხორციელდა. უწყების ცნობით, გზაზე სპეცტექნიკით გადაადგილება შეუძლებელი იყო, რის გამოც, ტექნიკის გადაადგილების მიზნით მდინარეზე გადასასვლელიც მოეწყო.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში პოლონელი ტურისტი ჩანჩქერში გადავარდა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში პოლონელი ტურისტი ჩანჩქერში გადავარდნის შედეგად დაიღუპა. შემთხვევა ინწრას ხეობაში მოხდა.