გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 1 ოქტომბერს დღის მეორე ნახევრიდან 3 ოქტომბრამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. “მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. (საფრთხის დონე საშუალო).”-აღნიშნულია უწყების...
ძლიერმა ქარმა წალენჯიხაში პრობლემები შექმნა
ძლიერმა ქარმა წალენჯიხის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ქარმა დააზიანა ელექტროგადამცემი კაბელები, დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, ზარალის ოდენობას სპეციალური კომისია სწავლობს. "ამ დროისათვის არსებული მონაცემებით, 15-მდე საცხოვრებელი სახლი დაზიანდა. ელექტროენერგიის კი მიწოდება აღდგენილია".-ნათქვამია ინფორმაციაში.