ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) პოლიტიკურ პარტიებს პარლამენტის არჩევნებისთვის პარტიული სიის ელექტრონულად წარდგენის შესაძლებლობას აძლევს. ინფორმაციას საარჩევნო ადმინისტრაცია ავრცელებს. „ელექტრონული პლატფორმის გამოყენებით პარტიული სიების წარდგენისა და რეგისტრაციის წესთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა ცესკო-ში გაიმართა. შეხვედრას იმ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები დაესწრნენ, რომლებმაც, ცესკო-ს შეთავაზების პასუხად, პარტიული სიებისა და თანდართული დოკუმენტაციის ელექტრონულად წარდგენის გადაწყვეტილება...
ზედა ოჭანეში 50 ოჯახს 24 საათიანი წყალმომარაგება ექნება
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ზედა ოჭანეში, 50 ოჯახს 24 საათიანი წყალმომარაგება ექნება. უწყების ცნობით, მოწესრიგებული და რეაბილიტირებულიქნა სათავე ნაგებობები და რეზერვუარები, წყალსატუმბს მიეწოდება ელექტროენერგია და დამონტაჟდა მრიცხველი, ასევე მოწყობილი ქსელი და მაგისტრალი შესაძლებლობას იძლევა მოხდეს სრული დაფარვა და 24 საათიანი წყალმომარაგება.
მოსალოდნელია შედარებით გრილი და დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უახლოეს დღეებში საქართველოში მოსალოდნელია შედარებით გრილი და დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი. “თბილისში შესაძლოა მცირე წვიმა და ნისლი აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +24 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): დროგამოშვებით წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23, +25 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი,...
საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო
დღეს, 16 სექტემბერს, საქართველოს სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, ახალი სასწავლო წლისთვის საქართველოს სკოლებში 50 000-ზე მეტმა პირველკლასელმა დაიწყო სწავლა. პირველკლასელთა რეგისტრაციის წესში განხორციელებული ცვლილების საფუძველზე, დამატებით კიდევ 7000-მდე ბავშვს მიეცა სკოლაში დარეგისტრირების შესაძლებლობა. პირველკლასელთა გაზრდილი რაოდენობის გათვალისწინებით, სამინისტრომ დამატებით უზრუნველყო სკოლების შესაბამისი საგანმანათლებლო რესურსითა...
წალენჯიხაში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა
წალენჯიხაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. გავრცელებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანა ქვეითს იმ დროს დაეჯახა , როცა ის ქუჩის გადაკვეთას ცდილობდა. ადგილზე მისულ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადას ქალი გარდაცვლილი დახვდა.
“სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში, სხვადასხვა სახის სამუშაოები მიმდინარეობს
"სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში ადმინისტრაციულ ერთეულებში სხვადასხვა სახის სამუშაოები გრძელდება. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, აღნიშნული პროგრამით, მუჟავას ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ოლორში, სკვერის მოწყობის სამუშაოები დასრულების ეტაპზეა. "ობუჯის ადმინისტრაციული ერთეულის სამესხიოს უბანში კი საავტომობილო გზაზე ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები დასრულდა. სოფლის მხარდაჭერის პროგრამა ითვალისწინებს: სასმელი წყლის სისტემების, სანიაღვრე არხების, ნაპირსამაგრი სამუშაოების,...
სინოპტიკოსები მომდევნო დღეებში არამდგრად ამინდს პროგნოზირებენ
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 12 სექტემბრის დღის ბოლოდან 13 სექტემბრის დღის ბოლომდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ელჭექის დროს ქარის შკვალური გაძლიერება. “მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. (საფრთხის დონე საშუალო).”-აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ...
წალენჯიხაში პირველკლასელთა კვებით უზრუნველყოფა წელსაც გრძელდება
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში პირველკლასელთა კვებით უზრუნველყოფა ახალ 2024-25 სასწავლო წელსაც გრძელდება. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, აღნიშნული პროექტისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 200 000 ლარია გამოყოფილი. პირველკლასელთა კვებით უზრუნველყოფა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებების ფარგლებში ხორციელდება. • პროგრამა გათვლილია 180 დღიან სასწავლო პერიოდზე და ერთ ბავშვზე გამოყოფილი კვების თანხა საშუალოდ 4 ლარს შეადგენს. • განცხადდების...
საარჩევნო ადმინისტრაცია 26 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილე პარტიებს ქცევის კოდექსის გაფორმებას სთავაზობს
საარჩევნო ადმინისტრაცია 26 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილე პარტიებს ქცევის კოდექსის გაფორმებას სთავაზობს. ქცევის კოდექსზე ხელმოწერა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს დღეიდან 11 სექტემბრის ჩათვლით შეუძლიათ. “საარჩევნო ადმინისტრაციას მნიშვნელოვნად მიაჩნია 2024 წლის არჩევნებისთვის არსებობდეს დოკუმენტი, რომელიც საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპების ირგვლივ გააერთიანებს არჩევნებში მონაწილე ყველა სუბიექტს. ამ პროცესში საარჩევნო ადმინისტრაცია, როგორც ნეიტრალური ორგანო, მიუკერძოებელი ფასილიტატორის...
მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უახლოეს დღეებში საქართველოს ზოგიერთ რაიონში მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. “თბილისში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +31, +33 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): ცხელი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +33, +35 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს დაბლობ...