დღის ბოლოდან მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 4 სექტემბერს დღის ბოლოდან 6 სექტემბერის დღის ბოლომდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმი. “მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. (საფრთხის დონე საშუალო).”-აღნიშნულია ინფორმაციაში. დღის

ჩქვალერში დამეწყრილ გზის მონაკვეთზე აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს

სტიქიის სალიკვიდაციო პროგრამის ფარგლებში წალენჯიხის მუნიციპალიტეტის, ჩქვალერის ადმინისტრაციულ ერთეულში დამეწყრილ გზის მონაკვეთზე აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, აღნიშნულ მონაკვეთზე სპეციფიკური სამუშაოები, (ხიმინჯოვანი კედლების მოწყობა) განხორციელდა. უწყების ცნობით, გზაზე სპეცტექნიკით გადაადგილება შეუძლებელი იყო, რის გამოც, ტექნიკის გადაადგილების მიზნით მდინარეზე გადასასვლელიც მოეწყო.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში პოლონელი ტურისტი ჩანჩქერში გადავარდა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში პოლონელი ტურისტი ჩანჩქერში გადავარდნის შედეგად დაიღუპა. შემთხვევა ინწრას ხეობაში მოხდა.

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია გრძელდება

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია 2024 წლის 2 სექტემბერს დაიწყო და 22 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც ონლაინ, ვებგვერდზე – vet.emis.ge, ასევე, საქართველოს მასშტაბით მოქმედ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში. “2024 წლის მიღებისთვის, მთელი საქართველოს მასშტაბით, საჯარო და კერძო პროფესიული დაწესებულებები პროფესიულ სტუდენტებს მრავალფეროვან პროფესიულ...

გია ხარჩილავამ ბრიფინგი გამართა

ჩვენ ჩავეხსენით ევროპას, ჩავეხსენით ჩვენს მეგობრებს, ჩავეხსენით დაფინანსებას - წალენჯიხის მერიას გრანტი “რუსული კანონის” მიღების გამო გაუუქმდა, ჩვენ ამას ვდეკლარირებთ, სხვა მუნიციპალიტეტები კი მალავენ, - ამის შესახებ წალენჯიხის მერმა, გია ხარჩილავამ წალენჯიხაში, მერიის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. გია ხარჩილავამ აღნიშნა, რომ სამწუხაროა, როცა შეჩერებულ პროექტებსა და საგრანტო დახმარებებზე უწევს საუბარი. მისივე...

აღმაშენებლის ქუჩაზე არსებულ სასაფლაოებთან, ჯებირის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სტიქიის სალიკვიდაციო პროგრამის ფარგლებში, წალენჯიხაში აღმაშენებლის ქუჩაზე არსებულ სასაფლაოებთან, მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე ჯებირის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. მიმდინარე სამუშაოებს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ხარჩილავა ადგილზე გაეცნო და მშენებლებს გაესაუბრა.