საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩევლებს კიდევ ერთხელ შეახსენებს ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირების წესს

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვინდა საზოგადოებას კიდევ ერთხელ განვუმარტოთ ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირების წესი. უძრავი ქონების მესაკუთრეების საყურადღებოდ განვმარტავთ: ამომრჩევლები, რომლებიც წარსულში მათ მისამართზე იყვნენ რეგისტრირებული და ამჟამად არ არიან სხვაგან რეგისტრირებული, საარჩევნო კოდექსის თანახმად, აღნიშნულ მისამართებზე ამომრჩეველთა სიაში ფიქსირდებიან მხოლოდ საარჩევნო მიზნებისთვის და ეს არ ნიშნავს, რომ მათ ამ...

ლეფიფიეს საუბნო გზაზე ბეტონის საფარი მოეწყო

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მედანის ადმინისტრაციული ერთეულის ლეფიფიეს საუბნო გზაზე ბეტონის საფარი მოეწყო. ამავე უბანში, ასევე სანიაღვრე არხის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. წალენჯიხაში სასარიოს უბანში გზის მოხრეშვა- მოშანდაკება და ცხაურის მოწყობა, ხოლო უბილავას ქუჩაზე არსებული წისქვილის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. სოფლის მხარდაჭერის პროგრამა ითვალისწინებს: სასმელი წყლის სისტემების, სანიაღვრე არხების, ნაპირსამაგრი სამუშაოების, შიდა...

უახლოეს დღეებში თბილი ამინდია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უახლოეს დღეებში საქართველოში მოსალოდნელია შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. “თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23, +25 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +29 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი,...