საჩინოში ავტოსაგზაო შემთხვევას არასრულწლოვანი ემსხვერპლა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ საჩინოში ავტოსაგზაო შემთხვევას არასრულწლოვანი ემსხვერპლა. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და მოზარდს დაეჯახა, ის ადგილზე გარდაიცვალა, მშობელს კი სასწრაფო ოპერაცია დასჭირდა. მძღოლმა თვითდაზიანება გულმკერდის არეში ცივი იარაღით მიიყენა, ის გადაყვანილია საავადმყოფოში. ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ.

24 ოქტომბერს სითბოს ფონზე დასავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში გაწვიმდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 24 ოქტომბერს სითბოს ფონზე დასავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში გაწვიმდება, აღმოსავლეთ საქართველოში კი შედარებით თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 25 ოქტომბერს, დღის მეორე ნახევრიდან 27 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ დროგამოშვებით ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. “თბილისში 24-25 ოქტომბერს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 26 ოქტომბერს წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით...