ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა (ცესკო) და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტზე ხელმომწერი მხარეები ადმინისტრაციული რესურსების შესახებ საარჩევნო კოდექსის 45-ე, 48-ე და 49-ე მუხლების ერთგვაროვან განმარტებაზე თანხმდებიან და ადასტურებენ, რომ ადმინისტრაციული და სასამართლო წარმოების დროს მემორანდუმში მითითებული განმარტებებით იხელმძღვანელებენ. დოკუმენტის მნიშვნელობაზე ისაუბრა ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძემ ღონისძიების მიმდინარეობისას. როგორც მან...
10 ოქტომბერს წალენჯიხა -გრანელობა გაიმართება
10 ოქტომბერს, წალენჯიხა -გრანელობა გაიმართება. იხილეთ ღონისძიების პროგრამა: 10 ოქტომბერი 12:00 საათზე, წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების ტაძარი: პარაკლისი; 13:00 საათზე, შეხვედრა ტერენტის სახლ-მუზეუმში; 14:30 საათზე, ტერენტის ძეგლის გვირგვინით შემკობა; 15:00 საათზე, ნიკოლოზ შენგელაიას სახელობის კინოთეატრის დარბაზი-კონცერტი. დოკუმენტური ფილმი "სხვა მანტია აცვია მას" ჩვენება; 17:00 საათზე. გ.კალანდიას სახელობის მოედანი: ადგილობრივ მეწარმეთა პროდუქციის,...
ცესკოს თავმჯდომარე საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებს მიმართავს
ცესკო-ს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებს რეკომენდაციით მიმართავს. “არჩევნებამდე 17 დღე რჩება და საარჩევნო ადმინისტრაცია 26 ოქტომბრის არჩევნების მაღალ პროფესიულ დონეზე, საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ჩასატარებლად სრული დატვირთვით მუშაობს. არჩევნებისათვის ქვეყნის მასშტაბით შექმნილია 3031 საარჩევნო უბანი, მათ შორის 2263 საარჩევნო უბანზე კენჭისყრა ელექტრონული, ხოლო 768 საარჩევნო უბანზე ტრადიციული...
შეხვედრა გაიმართა სახალხო დამცველთან
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) სახალხო დამცველთან და მასთან არსებულ ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს წევრებთან, ასევე ცესკოში შექმნილი ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე მომუშავე ჯგუფის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარემ და სახალხო დამცველმა გახსნეს. გიორგი კალანდარიშვილმა დეტალურად გააცნო ინფორმაცია არჩევნების მოდერნიზების, ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებისა და მათი დანერგვის მნიშვნელობის შესახებ. ასევე ისაუბრა...
წალენჯიხის სასპორტო ცენტრის კარატეს წრის მოსწავლეების წარმატება
ხელვაჩაურში, ჩატარდა "აჭარის ჩემპიონატი" კარატეში, სადაც წარმატებით იასპარეზეს წალენჯიხის სასპორტო ცენტრის კარატეს წრის მოსწავლეებმა. 1. ძანძავა ლიკა -პირველი ადგილი 2. ზარქუა ნიკა - მეორე ადგილი 3. მალაზონია გიორგი - მეორე ადგილი 4 ქანთარია ეკა - მესამე ადგილი 5. ფიფია მათე - მესამე ადგილი 6. აკობია საბა - მესამე ადგილი მწვრთნელი...
8-10 ოქტომბერს საქართველოში მოსალოდნელი ამინდი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 9 ოქტომბრის დილამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია შედარებით გრილი და დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი. 9-ში კი გამოიდარებს და ისევ თბილი და უნალექო ამინდი იქნება. აღმოსავლეთ საქართველოში კი სითბოს ფონზე ზოგან გაწვიმდება. “თბილისში შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25, +27 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია,...
ინფორმაცია საარჩევნო ტექნოლოგიების შესაბამისობის აუდიტის ეტაპების და ამ პროცესში შესასწავლი საკითხების შესახებ
როგორც საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, 26 ოქტომბრის არჩევნებისათვის ცენტრალური საარჩევნო კომისია კვლავ ატარებს საარჩევნო ტექნოლოგიების შესაბამისობის აუდიტს. აუდიტირების პროცესს, მოკვლევის შედეგად გამოვლენილი საარჩევნო ტექნოლოგიების ტესტირების ლაბორატორია „Pro V&V” ჩაატარებს, რომელსაც ამერიკის შეერთებულ შტატებში აქვს მრავალწლიანი გამოცდილება და იმ ორი კომპანიიდან ერთ-ერთია, რომელსაც გააჩნია ამერიკაში შესაბამისი ინსტიტუციების სათანადო აკრედიტაცია. საარჩევნო ადმინისტრაციას მნიშვნელოვნად მიაჩნია, შესაბამისობის...
წალენჯიხის ფერისცვალების ტაძარში ლევან II დადიანის აკლდამისა და ეკლესიის გუმბათის დაზიანებული ნაწილის რეაბილიტაცია დასრულდა
ქ. წალენჯიხის ლევან II დადიანის საფლავის ქვის და აკლდამის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულებულია. ამასთან ერთად აღდგა ფერისცვალების ტაძარზე მეხის დაცემის შედეგად გუმბათის დაზიანებული ნაწილები. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ინფომაციით, სააგენტოს ზედამხედველობითა და სპეციალისტების ჩართულობით დასრულდა მაცხოვრის ფერისცვალების საკათედრო ტაძარში განთავსებული სამეგრელოს მთავრის, ლევან II დადიანისა და მისი მეუღლის, დედოფალ ნესტან-დარეჯანის, განსასვენებელი...
საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლები, რომელთა რეგისტრაციის მისამართი ოკუპირებულ ტერიტორიაზეა ან გაურკვეველია, არჩევნებში მონაწილეობას შეძლებენ
საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლები, რომელთა რეგისტრაციის მისამართი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით ოკუპირებულ ტერიტორიაზეა ან გაურკვეველია, არჩევნებში მონაწილეობას შეძლებენ. შესაბამისი დადგენილება ცესკომ დღეს გამართულ სხდომაზე ერთხმად მიიღო. დადგენილების თანახმად, 26 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნებისთვის სხვა სახელმწიფოში შექმნილ საარჩევნო უბნის ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში დამატებით შევლენ ზემოაღნიშნული კატეგორიის ამომრჩევლები, რომლებიც 7 ოქტომბრის...
10 ოქტომბერს წალენჯიხა-ტერენტობა გაიმართება
10 ოქტომბერს, სახალხო დღესასწაული წალენჯიხა-ტერენტობა გაიმართება. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მერის მოადგილე თამარ ბელქანიამ, კულტურის სამსახურისა და ა(ა)იპ კულტურის ცენტრის თანამშრომლებთან ერთად სამუშაო შეხვედრა გამართა, სადაც იმსჯელეს დაგეგმილი დღესასწაულის განრიგზე.