წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ახალი 2025 წლისთვის მზადება მიმდინარეობს, დაიდგა ნაძვის ხე და მოეწყობა საახალწლო ილუმინაციები. უწყების ცნობით, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო, წალენჯიხაში კონცერტი არ ჩატარდება და არ გაიმართება საახალწლო ღონისძიებები. "მიგვაჩნია, რომ დღეს, როდესაც ქვეყანაში სამართლის სახელით ძალადობენ მშვიდობიან მოსახლეობაზე, გაუმართლებელი და შეუსაბამოა პომპეზური ღონისძიებების გამართვა. წალენჯიხამ...