წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ჭალეს ადმინისტრაციულ ერთეულში ალექსანდრე უბილავას საცხოვრებელი სახლი იწვის. ხანძარი ორ სართულიანი სახლის მეორე სართულზეა. ადგილზე საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო ჯგუფი მუშაობს. მსხვერპლი არ არის. ცეცხლი, სავარაუდოდ ელექტროსადენებს გაუჩნდა.
მიმდინარე კვირის ბოლომდე უნალექო ამინდია მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 21 იანვრიდან მიმდინარე კვირის ბოლომდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. “ქ. თბილისში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება, ღამის საათებში კი 0, -2 გრადუსამდე დაეცემა. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13, +15 გრადუსამდე მოიმატებს....