ჯგალში წყალმომარაგების მასშტაბური პროექტი განხორციელდება

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯგალში წყალმომარაგების მასშტაბური პროექტი განხორციელდება. ამის შესახებ ადგილობრივ მოსახლეობას ინფორმაცია სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ვერავამ, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის რეგიონულ მენეჯერთან დავით შელეგიასთან ერთად გააცნო. როგორც სახელმწიფო რწმუნებულმა აღნიშნა, ცენტრალურ ხელისუფლებასთან და შესაბამის უწყებებთან გამართული კომუნიკაციის შემდეგ, უმოკლეს დროში გადაწყდა პროექტის განხორციელება, რის შემდეგაც ჯგალში მცხოვრებ 160...