"სოფლის მხარდაჭერის პროგრამის “ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით დასახლებების საერთო კრებები და კონსულტაციები მოსახლეობასთან გრძელდება. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში, დღეს, 11 თებერვალს, შეხვედრები ობუჯის ადმინისტრაციულ ერთეულში გაიმართა. 2025 წელს წალენჯიხის მუნიციპალიტეტში "სოფლის მხარდაჭერის პროგრამ"-ის ფარგლებში 644 000 ლარი დაიხარჯება.
მომდევნო დღეებში უნალექო ამინდი იქნება შენარჩუნებული
გარემოს ეროვნული სააგენტო 11-13 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. “11-12 თებერვალს საქართველოში შენარჩუნებული იქნება შედარებით ცივი და უნალექო მინდი. ღამის საათებში დაიკლებს ჰაერის ტემპერატურა. 13 თებერვალს დღის მეორე ნახევრიდან ზოგან გაწვიმდება, მთაში მოთოვს. ქ. თბილისში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა ღამით -1,-3, დღისით კი +6, +8 გრადუსი დაფიქსირდება....