წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ქალაქ ჯვარში თავისუფალი ჭიდაობის დარბაზს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება. უწყების ცნობით, საჭიდაო დარბაზში 50-მდე ახალგაზრდა ვარჯიშობს. მათ რთულ გარემო-პირობებში უწევთ ვარჯიში, დარბაზში არაა გათბობის სისტემა და ყველა ის საჭირო პირობები, რაც თანამედროვე სტანდარტებს შეესაბამება.