ჩქვალერის გზის მონაკვეთზე ბეტონის კონსტრუქციის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

სტიქიის სალიკვიდაციო პროგრამის ფარგლებში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის, ჩქვალერის ადმინისტრაციულ ერთეულში, დამეწყრილი საავტომობილო გზის მონაკვეთზე ბეტონის კონსტრუქციის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, აღნიშნულ მონაკვეთზე, სპეციფიკური სამუშაოები, (ხიმინჯოვანი კედლების მოწყობა) განხორციელდა.