9 აპრილის ტრაგედიიდან 33 წელი შესრულდა

  • წალენჯიხის ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ხელოვნების მუშაკებმა და მერიის სხვადასხვა სამსახურების წარმომადგენლებმა 9 აპრილის სკვერში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და სკვერი სიმბოლურად ტიტებით შეამკეს.

სკვერში ღონისძიება წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამარ ბელქანიამ გახსნა. ანსამბლ “ბედინერა”-ს წევრებმა “შავლეგო”,ასევე სხვა ქართულ-ხალხური საგალობლები შეასრულეს.

სახელოვნებო -საგანმანათლებლო სკოლის მოსწავლეებმა ამ დღისადმი მიძღვნილი ლექსები წაიკითხეს.

მამა ილია სარიამ დაღუპულთა სულების უკვდავსაყოფად პანაშვიდი გადაიხადა.

კომენტარის დატოვება