საქართველოში კორონავირუსის 538 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 18 პაციენტი

  • საქართველოში კორონავირუსის 538 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 498 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 18 პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 16 808 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით 9 163, “პისიარ” ტესტით 7 645.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 26 1018 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 25 2246  გამოჯანმრთელდა, 3258 კი, გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმშია 478, სტაციონარში მეთვალყურეობას 2 287 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 274 პირი.

კომენტარის დატოვება