წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების საკათედრო ტაძარი

  • წალენჯიხის საკათედრო ტაძარი სამეგრელოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს შორის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილია. ის მაცხოვრის ფერისცვალების სახელს ატარებს.

ერთ-ერთი ვერსიით, თავ­და­პირ­ვე­ლად იქ, სადაც ახლა ტაძარია, ადრე იყო ცი­ხე­სი­მაგ­რე და შემ­დეგ აიგო ტა­ძა­რი, რო­მელ­საც ახა­ლი გა­ლა­ვა­ნი შე­მო­ევ­ლო და მას­ში­ვე ჩა­შენ­და სამ­რეკ­ლო. წა­ლენ­ჯი­ხის ტა­ძარს ექ­ვ­თი­მე თა­ყა­იშ­ვი­ლი X-XI სა­უ­კუ­ნე­ე­ბის ნა­გე­ბო­ბად მი­იჩ­ნევ­და, მა­რი ბრო­სე კი XIV სა­უ­კუ­ნი­სად.

ვახ­ტანგ ბე­რი­ძის მო­საზ­რე­ბით, იგი XIII სა­უ­კუ­ნის შემ­დეგ უნ­და იყოს აშე­ნე­ბუ­ლი, ხო­ლო ხე­ლოვ­ნე­ბათ­მ­ცოდ­ნე თა­მაზ სა­ნი­კი­ძე ტა­ძარს XII სა­უ­კუ­ნით ათა­რი­ღებს.

და­თა­რი­ღე­ბას ის ფაქ­ტი არ­თუ­ლებს, რომ ტაძ­რის ფა­სა­დებ­ზე დე­კო­რა­ტი­უ­ლი დე­ტა­ლე­ბი არ გვხვდე­ბა, აღ­ნა­გო­ბით კი იგი უფ­რო გვი­ა­ნი პე­რი­ო­დის ძეგ­ლებს მი­ემ­ს­გავ­სე­ბა, ვიდ­რე X-XIII სა­უ­კუ­ნე­ე­ბი­სას. სა­გუ­ლის­ხ­მოა, რომ ეკ­ლე­სი­ის ინ­ტე­რი­ე­რი მო­ხა­ტუ­ლია XIV სა­უ­კუ­ნის ბო­ლოს ვა­მეყ I და­დი­ა­ნის უშუ­ა­ლო დაკ­ვე­თით, რა­საც შე­მორ­ჩე­ნი­ლი წარ­წე­რე­ბი გვამ­ც­ნობს. XVII სა­უ­კუ­ნე­ში წა­ლენ­ჯი­ხა­ში სა­ე­პის­კო­პო­სო და­არ­ს­და, რის ინი­ცი­ა­ტო­რა­დაც ამ პე­რი­ო­დის ცნო­ბი­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი მოღ­ვა­წე, ლე­ვან II და­დი­ა­ნი მოგ­ვევ­ლი­ნა, ხო­ლო 1762 წელს კა­ცია II და­დი­ა­ნის სა­გან­გე­ბო სი­გე­ლით, წა­ლენ­ჯი­ხის მო­ნას­ტე­რი და მი­სი ყმა-მა­მუ­ლე­ბი და­სავ­ლეთ სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­კა­თა­ლი­კო­სოს გა­და­ე­ცა.

არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი თვალ­საზ­რი­სით, ტა­ძა­რი ჯვარ­გუმ­ბა­თო­ვა­ნი ტი­პი­საა, თუმ­ცა აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თ­ვე­ლოს იმა­ვე ტი­პის ძეგ­ლე­ბის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, მი­სი აღ­მო­სავ­ლე­თი ფა­სა­დი შვე­რი­ლი აფ­სი­დით ბო­ლოვ­დე­ბა. იგუ­ლის­ხ­მე­ბა სა­კურ­თხევ­ლი­სა და მი­სი დამ­ხ­მა­რე სა­თავ­სე­ბის _ სამ­კ­ვეთ­ლო­სა და სა­დი­აკ­ვ­ნოს აფ­სი­დე­ბის გა­მოვ­ლე­ნა გა­რე­მა­სებ­ში. ეს კი არ­ც­თუ ხში­რად გვხვდე­ბა ქარ­თულ სა­ეკ­ლე­სიო არ­ქი­ტექ­ტუ­რა­ში და ბი­ზან­ტი­უ­რი სამ­ყა­როს გავ­ლე­ნა­ზე მი­უ­თი­თებს. ის ძი­რი­თა­დად და­სავ­ლეთ სა­ქარ­თ­ვე­ლოს ძეგ­ლებ­ში ვლინ­დე­ბა, ხო­ლო აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, ქარ­თუ­ლი ქრის­ტი­ა­ნუ­ლი არ­ქი­ტექ­ტუ­რის ფორ­მი­რე­ბის საწყი­სი ეტა­პის შემ­დეგ, იშ­ვი­ა­თად გვხვდე­ბა.

ოთხი­ვე ფა­სა­დი სა­დაა, სუფ­თად გათ­ლი­ლი ქვით ნა­გე­ბი და არ არის შემ­კუ­ლი მორ­თუ­ლო­ბის ელე­მენ­ტე­ბით. სა­მი მხრი­დან ტა­ძარს მი­შე­ნე­ბუ­ლი აქვს თა­ღო­ვა­ნი გარ­შე­მო­სავ­ლე­ლე­ბი, სა­დაც ეკ­ვ­დე­რე­ბია მოწყო­ბი­ლი. და­სავ­ლე­თი მხა­რის ეკ­ვ­დერ­ში გა­ნის­ვე­ნებს სა­მეგ­რე­ლოს მთა­ვა­რი ლე­ვან II და­დი­ა­ნი და მი­სი მე­უღ­ლე, დე­დო­ფა­ლი ნეს­ტან-და­რე­ჯა­ნი.

ფა­სა­დე­ბის სი­სა­და­ვის სა­პი­რის­პი­როდ, ტაძ­რის ში­და­სივ­რ­ცე უხ­ვად არის შემ­კუ­ლი ფრეს­კე­ბით. წა­ლენ­ჯი­ხის ეკ­ლე­სი­ის მო­ხა­ტუ­ლო­ბა ქარ­თუ­ლი კედ­ლის მხატ­ვ­რო­ბის გან­სა­კუთ­რე­ბულ ნი­მუშს წარ­მო­ად­გენს. რო­გორც ქარ­თულ და ბერ­ძ­ნულ ენა­ზე შეს­რუ­ლე­ბუ­ლი წარ­წე­რე­ბი გვამ­ც­ნობს, მხატ­ვ­რო­ბის პირ­ვე­ლი ფე­ნა შეს­რუ­ლე­ბუ­ლია ვა­მეყ I და­დი­ა­ნის დაკ­ვე­თით, კონ­ს­ტან­ტი­ნო­პო­ლი­დან სა­გან­გე­ბოდ მოწ­ვე­უ­ლი ოს­ტა­ტის კირ მა­ნუ­ელ ევ­გე­ნი­კო­სის მი­ერ:
1) “ქრის­ტე წარ­ვეგ­ზავ­ნეთ მაცხოვ­რი­სა შე­წევ­ნი­თა კონ­ს­ტან­ტი­ნე­პოლ­სა და მო­ვიყ­ვა­ნეთ მხატ­ვა­რი ესე კირ მა­ნო­ელ ჩვენ ორ მა­ხა­რო­ბე­ლი ქვა­ბა­ლია და ან­დ­რო­ნი­კე გა­ბი­სუ­ლა­ვა და ვე­ვედ­რე­ბით მაცხო­ვარ­სა რა­თა გვიხ­ს­ნას ჩვენ­ცა დიდ­სა დღე­სა მას გან­კითხ­ვი­სას ამინ, ამინ, ამინ”.
2) “ქრის­ტე პატ­რო­ნი­სა ერი­სავთ-ერის­თა­ვი­სა და მან­და­ტურთ უხუ­ცე­სი­სა და­დი­ა­ნი­სა ვა­მე­ყის ბრძა­ნე­ბი­თა მოვ…… კონ­ს­ტან­ტი­ნე­პო­ლით მხატ­ვა­რი კირ მა­ნო­ე­ლი ევი­გენ­კოს და… [ესე ეკ­ლე­სია შე­წევ­ნი­თა ღმრთი­სა­ი­თა ვინ­ცა შენ[დო­ბა­სა ბრძ]ანოთ [თქვენ]ცა შე­გინ­დოს {ღმერ­თ­მან} ამინ, ამინ, ამინ”.…

მო­ხა­ტუ­ლო­ბის შემ­დ­გომ პე­რი­ოდ­ში და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ნა­წი­ლე­ბი გა­ნახ­ლე­ბუ­ლია XVII სა­უ­კუ­ნე­ში ეპის­კო­პოს ევ­დე­მონ ჯა­ი­ა­ნის თა­ოს­ნო­ბით, ხო­ლო ეკ­ვ­დერ­თა მო­ხა­ტუ­ლო­ბე­ბი უფ­რო მოგ­ვი­ა­ნო პე­რი­ოდს გა­ნე­კუთ­ვ­ნე­ბა. გარ­და ვრცე­ლი იკო­ნოგ­რა­ფი­უ­ლი სცე­ნე­ბი­სა, აქ წარ­მოდ­გე­ნი­ლია დი­დი რა­ო­დე­ნო­ბით ის­ტო­რი­ულ პირ­თა პორ­ტ­რე­ტე­ბი (40-ზე მე­ტი საქ­ტი­ტო­რო პორ­ტ­რე­ტი). სტი­ლის თვალ­საზ­რი­სით, წა­ლენ­ჯი­ხის მო­ხა­ტუ­ლო­ბა მი­ე­კუთ­ვ­ნე­ბა პა­ლე­ო­ლო­გო­სურ ნი­მუ­შებს, რო­მე­ლიც სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში XIII-XIV სა­უ­კუ­ნე­ე­ბის მიჯ­ნი­დან ვრცელ­დე­ბა.

ტაძ­რის ამ მო­ხა­ტუ­ლო­ბას უნი­კა­ლუ­რად აქ­ცევს ის ფაქ­ტი, რომ იგი XIV სა­უ­კუ­ნის შუა ხა­ნე­ბის კონ­ს­ტან­ტი­ნო­პო­ლუ­რი ფერ­წე­რუ­ლი სკო­ლის ერ­თა­დერ­თი ნი­მუ­შია. აღ­ნიშ­ნუ­ლის გა­მო წა­ლენ­ჯი­ხის ტა­ძა­რი და გან­სა­კუთ­რე­ბით, მი­სი ფერ­წე­რუ­ლი შემ­კუ­ლო­ბა სცდე­ბა ქარ­თუ­ლი ხე­ლოვ­ნე­ბის ფარ­გ­ლებს და ქრის­ტი­ა­ნუ­ლი სამ­ყა­როს­თ­ვი­საც გან­სა­კუთ­რე­ბულ სა­მეც­ნი­ე­რო მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას იძენს.

მასალა მომზადებულია ინტერნეტწყაროდან

კომენტარის დატოვება