- შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის – მონიტორინგის სამმართველოს თანამშრომლებმა წალენჯიხაში, რუსთავსა და თბილისში განხორციელებული ღონისძიებების შედეგად 646 კოლოფი უაქციზო თამბაქოს ნაწარმის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-გადაზიდვის 7 ფაქტი გამოავლინეს.
უწყების ცნობით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ უაქციზო საქონელი, ხოლო აღნიშნულ ფაქტებზე, სამართალდამრღვევი პირების მიმართ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1552 მუხლის შესაბამისად, შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები და საქმეთა მასალები სასამართლოს ქვემდებარეობის მიხედვით გადაეგზავნა.