- ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, წალენჯიხაში თვითმმართველი თემის მერის არჩევნების მეორე ტურში „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატი გიორგი ხარჩილავა ლიდერობს.
ცესკო-ს პირველადი მონაცემებით, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ გიორგი ხარჩილავას 57.5 პროცენტი აქვს, ხოლო „ქართული ოცნების“ კანდიდატ გოგა გულორდავას 42.5 პროცენტი.