- საქართველოში კორონავირუსის 2 191 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 4 348 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 74 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 21 477 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 13 204, „პისიარ“ ტესტით – 8 273.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 10,2%, ბოლო 14 დღის – 9,64%, ბოლო შვიდი დღის – 10,41%.
კარანტინის რეჟიმშია 46, სტაციონარში მეთვალყურეობას 6 916 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 302 პირი.