დღეს, კორონავირუსის 4 278 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 63 პაციენტი

  • საქართველოში კორონავირუსის 4 278 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში 4 154 ადამიანი ამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 63 პაციენტი.

ქვეყანაში ჩატარდა 51 298 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 31 273, „პისიარ“ ტესტით – 20 025.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის – 8,34%, ბოლო 14 დღის – 9,52%, ბოლო შვიდი დღის – 8,99%.

სულ ჩატარდა 2 082 020 აცრა, დღიურად აცრილია 7 099.

კარანტინის რეჟიმშია 41, სტაციონარში მეთვალყურეობას 6 490 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 173 პირი.

კომენტარის დატოვება