კორონავირუსის 3 731 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 72 პაციენტი

  • საქართველოში კორონავირუსის 3 731 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 4 295 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 72 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 50 626 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 31 151, „პისიარ“ ტესტით – 19 475.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 7,37%, ბოლო 14 დღის – 8,78%, ბოლო შვიდი დღის – 8,53%.

სულ ჩატარდა 2 197 838 აცრა, დღიურად აცრილია 11 099.

კარანტინის რეჟიმშია 33, სტაციონარში მეთვალყურეობას 6 541 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 144 პირი.

კომენტარის დატოვება