- საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, 9, 10 და 11 აგვისტოს სამგზავრო და სატვირთო მატარებლები არ იმოძრავებენ, 12 აგვისტოდან კი მოძრაობა სრულად განახლდება.
“ძვირფასო მგზავრებო, მოგეხსენებათ საქართველოს რკინიგზაში მიმდინარეობს მოდერნიზაციის პროექტი. 249$ მლნ დოლარის ღირებულების პროექტი, გამტარუნარიანობის გაზრდასა და უსაფრთხოების პარამეტრების გაუმჯობესებას ითვალისწინებს. პროექტის დასრულების შემდეგ, შემცირდება სამგზავრო მატარებლების გადაადგილების დრო. ამ პროექტის ფარგლებში შენდება ახალი გვირაბები, სარკინიგზო ხიდები, იცვლება საკონტაქტო ქსელი, შენდება ახალი მიწის ვაკისი, სადგურები, რეაბილიტაცია უტარდება რამდენიმე ქვესადგურს. სწორედ ამ პროექტის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოების გამო, 9, 10, 11 აგვისტოს სამგზავრო და სატვირთო მატარებლები არ იმოძრავებენ. 12 აგვისტოდან კი მოძრაობა სრულად განახლდება”.-აღნიშნულია საქართველოს რკინიგზის ინფორმაციაში.