- წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით ქალაქ ჯვარში, მოსახლეობას თვალის უფასო სამედიცინო გამოკვლევები უტარდება.
უფასო სამედიცინო გამოკვლევებს თვალის მიკროქირურგიის ჯავრიშვილის კლინიკა ,,ოფთალმიჯის” ექიმები ატარებენ.
გამოკვლევები 12:00 -დან დაიწყო და 16:00 საათამდე გაგრძელდება.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, მსგავსი სახის აქცია ეტაპობრივად, სხვა ადმინისტრაციულ ერთეულებშიც ჩატარდება.
ერთი კვირის წინ, ქალაქ წალენჯიხაში ჩატარებული გამოკვლევების შედეგად კი 18 ბენეფიციარი გამოვლინდა, რომელიც ქირურგიულ მანიპულაციას საჭიროებს.
გამოკვლევებიდან გამომდინარე, ბენეფიციარებს ქირურგიული მანიპულაცია , ადგილზე მოძრავი კლინიკის საშუალებით ქალაქ წალენჯიხაში ჩაუტარდებათ.