- ა(ა)იპ წალენჯიხის კულტურის ცენტრის ინიციალივით, წალენჯიხის ნიკოლოზ შენგელაიას სახელობის კინოთეატრის დარბაზში შშმ პირთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ღონისძიება გახსნა და დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამარ ბელქანიამ.
საცეკვაო და მუსიკალური ნომრები წალენჯიხის ა(ა)იპ სახელოვნებო-საგანმანათლებლო ცენტრთან არსებული სახელოვნებო განყოფილებისა და მუსიკალური სკოლის მოსწავლეებმა შეასრულეს.
თამარ ბელქანიამ შშმ პირებს სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
ღონისძიებას ა(ა)იპ კულტურის ცენტრის სპეციალისტი თამარ ჯანჯღავა უძღვებოდა.
ღონისძიების ფარგლებში შშმ პირების მიერ შესრულებული სხვადასხვა ფერწერული ნამუშევარიც გამოიფინა.
3 დეკემბერს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. იგი 1992 წელს, გაეროს მიერ დაარსდა.