- გაეროს ქალთა ორგანიზაციის ორგანიზებით, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის სააგენტოსთან ერთად და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, გენდერული თანასწორობისა და ქალთა შესაძლებლობების გაზრდის ხელშეწყობასთან დაკავშირებით, ქალაქ წალენჯიხის გუგე ცანავას სახელობის ცენტრალურ პარკში რძისა და რძის პროდუქტების საშობაო გამოფენა-გაყიდვა გაიმართა.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ღონისძიება საშობაო ბაზრობის ფორმატში მიმდინარეობდა.
ფესტივალში მონაწილეობა მიიღეს წალენჯიხელმა და მეზობელი მუნიციპალიტეტების ფერმერმა ქალბატონებმა.
პროექტი მიზნად ისახავს ქალი ფერმერების მხარდაჭერას მცირე ზომის მერძეულ წარმოებაში და ზოგადად სოფლის მეურნეობის პოპულარიზაციას.