- 25-27 დეკემბერს ქალაქ ბათუმში გაიმართა გ. გოგიჩაიშვილისა და ფ. გაგუას სახელობის საერთაშორისო ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში, სადაც მონაწილეობას ღებულობდნენ საქართველოსა და სომხეთის უმცროსი ასაკის ჭაბუკ მოჭიდავეთა გუნდები.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, წალენჯიხის ჭიდაობის სკოლის მოსწავლეებმა წარმატებით იასპარეზეს და მედლებით დაჯილდოვდნენ.
ადგილები ასე გადანაწილდა: კვარაცხელია ლაზარე – პირველი ადგილი;
ფიფია ლუკა-მესამე ადგილი;
თვალთვაძე გიგი-მეოთხე ადგილი.
მწვრთნელები: ბადრი კვარაცხელია, ლუსო კვარაცხელია.