- წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მერიის ადმინისტრაციული შენობის უკანა ეზოს სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება.
უწყების ცნობით, პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს ბილიკების მოწყობის, ბეტონის ბორდიურის მოწყობის, არსებული საპირფარეშოს რეაბილიტაციისა და ავტოსადგომის მოწყობის სამუშაოები.