- წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, “სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები და საერთო კრებები დღეს ობუჯის ადმინისტრაციულ ერთეულში,სამესხიოსა და ჯაღირაში გაიმართა.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მოსახლეობამ დაასახელა შემდეგი საკითხები: სამესხიოში-საკონჯარიოსა და საკაკაჩიოს უბნებში,მოსახლეობის გადაწყვეტილებით შეირჩა სანიაღვრე არხებისა და ცხაურების მოწყობა, ასევე გზის მოხრეშვითი სამუშაოების ჩატარება გარკვეულ მონაკვეთებზე. ჯაღირაში ბეტონის გზის მოწყობა დასახელდა.
ობუჯში კი, მოსახლეობამ ერთობლივი გადაწყვეტილებით მოითხოვა ცენტრში სკვერის კეთილმოწყობა.