- წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში გზების თოვლის საფარისგან გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება, იყრება ტექნიკური მარილი.
იწმინდება ცენტრალური თუ შიდა საუბნო გზები, ადმინისტრაციულ ერთეულებშიც.
სამუშაოებში აქტიურადაა ჩართული ა(ა)იპ წალენჯიხისა და ჯვრის “დასუფთავებისა და კეთილმოწყობის“ სამსახური.