- დედის დღესთან დაკავშირებით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ კულტურის ცენტრის ორგანიზებით, ნიკოლოზ შენგელაიას სახელობის კინოთეატრის დარბაზში, ღონისძიება გაიმართა.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ღონისძიებას ესწრებოდნენ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამარ ბელქანია, საკრებულოს წევრები, კულტურის მუშაკები, საზოგადოების წარმომადგენლები.
მოწვეული იყვნენ მრავალშვილიანი დედები, რომელთაც სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.
დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა და დედის დღე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამარ ბელქანიამ მიულოცა.
ღონისძიებაში სხვადასხვა მუსიკალური ნომრები შეასრულეს კულტურის ცენტრისა და სახელოვნებო -საგანმანათლებლო ცენტრთან არსებულმა სიმღერისა და ცეკვის ანსამბლებმა.