- წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის – გელა აბულაძის ინიციატივა.
“ძვირფასო წალენჯიხელებო, შარშან დაანონსებული სპროტული მოედნების მშენებლობის 5 პროექტიდან ერთი დასრულებულია, ორი უახლოეს დღეებში დასრულდება, ორზე კი ტენდერებში გამარჯვებულები გამოვლენილია და ამ დღეებში დაიწყება სამუშაოები.
აღნიშნული პროექტების კვალდაკვალ, მოსახლეობის განსაკუთრებით კი ახალგაზრდობის სპორტული აქტივობებში მაქსიმალური ჩართულობის უზრუნველსაყოფად, საჭიროა სხვადასხვა სახის სპორტული ღონისძიებების ორგანიზება.
ერთ-ერთ ასეთ ღონისძიებად გთავაზობთ შემდეგს:
ჩატარდეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჩემპიონატი მინიფეხბურთში, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფლების და ქალაქების უბნების გუნდები. გამარჯვებული გუნდისთვის პრიზად დაწესდეს ნეაპოლში, ხვიჩა კვარაცხელიას ერთ-ერთ მატჩზე დასწრება.
აღნიშნულის პრიზის ფინანსური სპონსორობისთვის ჩვენი მხრიდან მიმდინარეობს კერძო სექტორთან კომუნიკაცია. ადგილობრივი თვითმმართველობის თანამონაწილეობით შესაძლებელია სპორტული ღონისძიების მეტად საინტერესოდ ჩატარება, რაც აუცილებად ხელს შეუწყობს ჩვენი ახალგაზრდების აქტიურ ჩართულობას და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ცნობადობის ამაღლებას. ერთად ვიზრუნოთ ახალგაზრდების ჯანსაღი მომავლისთვის.”