- იტალიის ქალაქ ტურინში საფეხბურთო კლუბ ტურინის იუვენტუსის სათაო ოფისში, წალენჯიხაში ტურინის იუვენტუსის ბავშვთა აკადემიის გახსნასთან დაკავშირებით, კონტრაქტი ოფიციალურად გაფორმდა.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ხარჩილავა, პოლიტიკოსი და ბიზნესმენი მამუკა ხაზარაძე და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამარ ბელქანია ტურინში იმყოფებიან.