- დღეს, წალენჯიხის გუგე ცანავას სახელობის ცენტრალურ პარკში სსიპ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის #5 საჯარო სკოლის თვითმმართველობის ინიციატივით, ორგანიზებული საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა გაიმართა.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სკოლის მოსწავლეებმა დაამზადეს 100-მდე ხელნაკეთი ნივთი, რომელიც გამოიფინა საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვაზე, შემოსული თანხა კი სოციალურად დაუცველ ოჯახებს მოხმარდება.
გამოფენა-გაყიდვა USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში გაიმართა, რომელიც ხორციელდება USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით.
პროგრამას საქართველოში PH INTERNATIONAL ახორციელება, ხოლო სამეგერლო- ზემო სვანეთის რეგიონში პროგრამას ასოციაცია „ათინათი“ ახორციელებს.