- 13 მაისს, ავღანეთში გმირულად დაღუპული კაპრალის, ვლადიმერ შანავას გარდაცვალებიდან 10 წელი გავიდა.
კაპრალი ვლადიმერ შანავა ავღანეთში ქართულ ბაზაზე 42-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის მოსამსახურე იყო.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სამხედრო კაპრალის ხსოვნას პატივი მიაგეს მუნიციპალიტეტის მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილებისა და ა(ა)იპ ფეხბურთის ცენტრის წარმომადგენლებმა.
მისი ხსოვნის პატივის მისაგებად ჩატარდა ტურნირი მინი ფეხბურთში, სადაც 17 გუნდი მონაწილეობდა.
ფინალში 8 გუნდი გავიდა, რომლებიც 14 მაისს შეხვდებიან ერთმანეთს ვლადიმერ შანავას სახელობის სპორტკომპლექსის დარბაზში.