- ძლიერი წვიმების შედეგად ქალაქ წალენჯიხის შემოსასვლელთან ჩამოწვა მეწყერი, მრავალწლიანმა ხეებმა ჩახერგა გზა. რამაც დროებით შეაფერხა მოძრაობა. ამ დროისთვის გზა გახსნილია.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, გზის გაწმენდითი სამუშაოები სწრაფი ტემპით განხორციელდა წალენჯიხის სახანძრო -სამაშველო სამსახურის ტექნიკური ჯგუფის მიერ.