- წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ძლიერი წვიმების შედეგად ქალაქ წალენჯიხის შემოსასვლელთან ჩამოწოლილი მეწყერისაგან იწმინდება ტერიტორიები.
უწყების ცნობით, სამუშაოებს საგზაო დეპარტამენტის ტექნიკურ ჯგუფთან ერთად ა(ა)იპ წალენჯიხის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურის ტექნიკური ჯგუფი ასრულეს. ადგილზე მუშაობს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სპეც-ტექნიკა -მულტიფუნქციური ტრაქტორი.