- „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შიდაპარტიული თავმჯდომარის არჩევნები წალენჯიხაში დასრულდა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლანა ღვინჯილიამ მედიასთან აღნიშნა, რომ წალენჯიხაში მამუკა ქარდავამ გაიმარჯვა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შიდაპარტიული არჩევნები წალენჯიხაში დასრულდა, სადაც შერჩეული იქნა რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე. არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 2127-მა ადამიანმა, რაც ძალიან დიდ ინტერესზე მიუთითებს ამომრჩეველთა შორის. გამარჯვებულმა კანდიდატმა მიიღო 1451 ხმა, გაიმარჯვა მამუკა ქარდავამ, მეორე კანდიდატმა ბაჩანა ქანთარიამ 650 ხმა მიიღო”, – განუცხადა ლანა ღვინჯილიამ ჟურნალისტებს.