- წალენჯიხის მუნიციპალიტეში შექმნილი პრობლემებიდან გამომდინარე, მუნიციპალიტეტის ხელძღვანელ პირებთან ერთად არსებულ ვითარებას ადგილზე ეცნობიან სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, რწმუნებულის მოადგილეები ნინო ვიბლიანი და დავით კუხალეიშვილი.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების ჩართულობით უახლოეს პერიოდში მოხდება.
ინფორმაციისთვის: წუხელ, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა. ზარალი მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზეა.