- ძლიერი წვიმებისა და უამინდობის გამო, შეიცვალა წალენჯიხის ლიტერატურული ფესტივალის თარიღი.
1-2 ივლისის ნაცვლად, ფესტივალი გაიმართება 2-3 ივლისს, წალენჯიხაში, გრანელის პარკში.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ფესტივალის ფარგლებში, 2 ივლისს დაგეგმილია წიგნების გამოფენა-გაყიდვა, მრავალფეროვან ლიტერატურულ პროგრამას კი 2-3 ივლისს წარმოგვიდგენენ ავტორები.